ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/west_fb.png##fbimage#
ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში დღეს პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ნაბლუსის ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს იდგა.

დღესვე ისრაელის ჯარისკაცებმა რამდენიმე ჭურვი ისროლეს დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით. ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჭურვები პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე იარაღის ორი საწარმოს მიმართულებით ისროლეს.

კომენტარები