რუსეთში არსენალის საწყობში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/udmurtia.png##fbimage#
რუსეთში, უდმურტიის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45 დაშავდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ადამიანი სტრესის შედეგად გარდაიცვალა - ისინი საწყობთან ახლოს იმყოფებოდნენ, როდესაც აფეთქებები დაიწყო.  არსენალის საწყობის გარშემო დასახლებული პუნქტებიდან 30 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, იუწყება რუსული მედია.

ამ წუთებში საწყობში გაჩენილ ხანძარს უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით აქრობენ.  თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, საწყობში „გრადის“ ტიპის რაკეტებიც ინახება, თუმცა ისინი ბეტონის სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული, ამიტომო ხანძრის შედეგად მათი აფეთქება მოსალოდნელი არ არის.

ხანძარი იარაღის საწყობში გუშინ ღამით გაჩნდა. ოფიციალური პირების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აალება. მსგავსი შემთხვევა გასულ კვირას მეზობელ ბაშკირეთშიც მოხდა - საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძარის შედეგად მაშინ 12 ადამიანი დაშავდა და 40-მდე შენობა დაიწვა. 

კომენტარები