რუსთავი 2: ოქრუაშვილი მოსკოვშია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო  სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ”ქართული პარტიის” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში ”საიდუმლო შეხვედრებს” მართავს. საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ცნობით, ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე დღით ჩავიდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოქრუაშვილს  კრემლის მაღალჩინოსნებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრები აქვს დანიშნული.

„ქართული პარტიის“ წევრები მოსკოვში პარტიის ლიდერის ყოფნას უარყოფენ.    პარტიის წარმომადგენლმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება. ”მე მას ნახევარი საათის წინ ვესაუბრე,” განუცხადა საინფორმაციო სააგენტო GHN-ს ხორგუანმა. მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ”ტყუილი და დეზინფორმაცია” უწოდა.

კომენტარები