რუსეთში მიხაილ ხოდორკოვსკის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენების მიზნით ინტერნეტის მეშვეობით ხელოწერების შეგროვება დაიწო. რადიო „ეხო მოსკვის“ ცნობით, ამ მიზნით სპეციალური საიტიც შეიქმნა. ვებ გვერდის შემქმნელების თქმით, ხოდორკოვსკი „ძალიან კარგი კანდიდატურა იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის გასაერთიანებლად.“
„ის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის უკომპრომისო სიმბოლოა და სრულიად შესაძლებელია, რომ ხოდორკოვსკი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის ძლიერ კანდიდატად იქცეს,“ აცხადებენ ინიციატივის ავტორები. რამენიმე საათის წინ შექმნილ საიტზე უკვე არის ორასზე მეტი ხელოწერა, იუწყება „ეხო მოსკვი“.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხოდორკოვსკის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენების ინიციატივას ოპერატიულად გამოეხმაურა. რუსეთის ცესკოს განცხადებით, მიხაილ ხოდორკოვსკი ვერ გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, ვინიადან მსჯავრდებულია. „ასეთ პირებს კი არჩევნებში ამომრჩევლად მონაწილეობის უფლებაც არ აქვთ, არა თუ პრეზიდენტობის კანდიდატად,“ განუცხადა რუსულ სააგენტო „ინტეფაქსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, მაია გრიშინამ.
თავის მხრივ, ხოდორკოვსკის ადვოკატი, კარინა მასკალენკო მისი კლიენტის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებაში ვერანაირ სამართლებრივ ბარიერს ვერ ხედავს. ადვოკატის თქმით, ხოდორკოვსკი სასამართლოს მიერ მისჯილი პირველი განაცენის ვადის ბოლო თვეებს იხდის, ხოლო მეორე განაჩენი კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა.
მასკალენკომ აღნიშნა, რომ ხოდორკოვსკი არასდროს იყო დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით , თუმცა საკუთარი შეხედულებები პოლიტიკურ სისტემის შესახებ ყოველთვის ჰქონდა. თავად ხოდორკოვსკის დამოკიდებულება პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.