ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყვიტა ერთსქესიანი წყვილებისთვის იმავე სამოქალაქო უფლებების მინიჭება, რომლითაც ჰეტეროსექსუალი დაქორწინებული წყვილები სარგებლობენ. ”სტაბილური ურთიერთობების მქონე პარტნიორებისთვის” ახალი უფლებების მინიჭებას ათმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. ”ნებისმიერი ინდივიდისთვის თავისი სექსუალური ორიენტაციის მიყოლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია,” განაცხადა მოსამართლე კარლოს აირეს ბრიტომ.
ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში დაახლოებით 60 ათასი ჰომოსექსუალი წყვილი ცხოვრობს. უცხოური მედიის ცნობით, მათ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და მას ”ისტორიული” უწოდეს. ”ქვეყნის ცივილიზებულობის ხარისხი შეიძლება გაიზომოს იმით, თუ როგორ ექცევიან ამ ქვეყნის მოქალაქეები ჰომოსექსუალებს,” აღნიშნა რიო დე ჟანეიროს ჰომოსექსუალთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კლაუდიო ნასიმენტომ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის უზენაეს სასამართლოს ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლება არ მიუცია. ქვეყანაში კათოლიკური ეკლესია საკმაოდ ძლიერია. ადგილობრივი მედიის ცნობით, გეებსა და ლესბოსელებზე თავდასხმები ბრაზილიაში საკმაოდ ხშირად ხდება.