მთელი ოჯახის პარკი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mta.png##fbimage#
საბა კიკნაძე, მთაწმინდის პარკის მმართველი კომპანიის, International Amusement Park LLC-ის გენერალური დირექტორი: „მთაწმინდის პარკი მთელი ოჯახის პარკია”.

მთაწმინდის პარკი პერმანენტულად ვითარდება. კომპანია International Amusement Park-მა ვალდებულების მიხედვით,  Roller Coaster-ის, ამერიკული მთების სახელით ცნობილი  ატრაქციონის მშენებლობა დაასრულა.
 
შთამბეჭდავი პარამეტრებით – 490 მეტრი 24 მეტრზე – Roller Coaster-ი უსაფრთხო ატრაქციონია. მისი ყველაზე მაღალი წერტილი მიწიდან 24 მეტრ სიმაღლეზეა. აპრობირებულ გამოცდილებას ემატება სსდ „ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის” და მთაწმინდის პარკის ტექნიკური პერსონალის მიერ უსაფრთხოების ზომების ყოველდღიური შემოწმება. წელიწადში ერთხელ კი ატრაქციონს მესამე, საერთაშორისო მხარე – TUV NORD-ი განსაკუთრებულად დააკვირდება. ატრაქციონის კონსტრუქცია ერთ–ერთმა ყველაზე დიდმა ჩინურმა კომპანია SBL-მა დაამზადა, რომელსაც უამრავი მსგავსი პროექტი აქვს შესრულებული.  
 
„12 წლის ზემოთ, ნებისმიერი ასაკის მსურველს, ექსტრემალურ ატრაქციონებზე ადრენალინის სასურველი რაოდენობის მიღება შეუძლია: რვაფეხა ოქტოპუსი, Roller Coaster-ი, ვარდნის კოშკი და ექსტრა ბაიკი (ექსტრემალური ველოსიპედი) – უკვე საკმარისია საათნახევრიანი აქტიური გართობისათვის”, – ამბობს საბა კიკნაძე. 
 
„ატრაქციონის ღირებულება სხვადასხვა მარკეტინგულ თუ საქველმოქმედო აქციებზე იქნება დამოკიდებული, მისი ფასი  50-დან 90 ქულამდე (6-10 ლარი) იმერყევებს, იმის მიხედვით, სამუშაო დღეებია თუ უქმე. Roller Coaster-ზე ადრენალინის მისაღებად არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ცოდნა, საჭიროა კომფორტულად მოეწყოთ და 100 წამზე მეტ ხანს გაერთოთ უსაფრთხო ექსტრიმით, რომელიც დაუვიწყარ შეგრძნებას მოგანიჭებთ”, – ამბობს საბა კიკნაძე. 
 
 Roller Coaster-ის გახსნამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ეკიპაჟის წევრები კმაყოფილები დარჩნენ. დღის ბოლოს, მძაფრი ემოციებით და კმაყოფილებით აღსავსე ყველა სტუმარი მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი ფურშეტისკენ გაემართა, რომელიც საგანგებოდ მორთულ ორანჟერეაში ჩატარდა. მასპინძლები სტუმრებს კანაპეებით, სხვადასხვა სახეობის სასმელით და სახელდახელოდ დამზადებული, უგემრიელესი ტორტით გაუმასპინძლდნენ. Roller Coaster-ის პირველი ეკიპაჟის ყველა წევრს გადაეცა მონაწილის სიგელი მთაწმინდის პარკის სახელით, მათ შორის ქალაქის მერს, გიგი უგულავას: „ვისაც ასეთი ატრაქციონები მოსწონს, ეს ადრენალინის გამოყოფის ნამდვილად კარგი საშუალებაა, განცდა მართლაც ექსტრემალურია. მთაწმინდის პარკს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა, ატრაქციონი ახალი და უსაფრთხოა”. 
 
სტატია შეკვეთილია „მთაწმინდის პარკის” მიერ
 

კომენტარები