კაპსერსკის შვილი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს

კომპიუტერული ანტივირუსის გამომგონებლის, ევგენი კასპერსკის 20 წლის შვილი, ივან კასპერსკი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.

ადრე რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მილიონერმა შვილი გამოსასყიდის გადახდის  შემდეგ დაიბრუნა. საინფორმაციო სააგენტო newsru.com-ის ცნობით, პრესაში ამ ინფორმაციის გავრცელება სამართალდამცავთა მიერ მსხვერპლის გასათავისუფლებლად დაგეგმილი სპეცოპერაციის ნაწილი იყო.  ამ გზით მათ ბოროტმოქმედდთა ყურადღება მოადუნეს და დაარწმუნეს ისინი, რომ გამოსასყიდ თანხას აუცილებლად მიიღებდნენ.

რუსული პრესის ცნობით, რომ არა მოსკოვის სისხლის სამართლის  სამძებროს  ბავშვების გატაცების განყოფილების მომლაპარაკებელთა და სპეციალისტთა მაღალკვალიფიციურობა, შესაძლოა ივან კასპერსკის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. სამძებროს თანამშრომლები თავიდნავე ჩაერთნენ მოლაპარაკებების პროცესში,  დაარწმუნეს გამტაცებლები, რომ  თანხას გადაუხდიდნენ  და თანხის გადასაცემად გამოიტყუეს. გამტაცებლები სწორედ ამ დროს დააკავეს.  ივან კასპერსკი მოსკოვის ახლოს ერთ-ერთი აგარაკის გარაჟში ჰყავდათ დამწყვდეული. მედიის ცნობით, კასპერსკი გამტაცებლებს არ უწამებიათ და მასზე არანაირი სახის ფიზიკური ზემოქმედება არ მოუხდენიათ. 

ივან კასპერსკის გამტაცებელი საველიევების ოჯახი აღმოჩნდა - 61 წლის დედ-მამა, 30 წლის შვილი და მისი  ორი მეგობარი. დამნაშავეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ვალები ჰქონდათ და რუსი მილიონერის შვილი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გაიტაცეს. მათ მსხვერპლი ინტერნეტით შეარჩიეს. ივან კასპერსკის გატაცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მთავრი  როლი იმან ითამაშა, რომ მას დაცვა არ ჰყავდა.  ივან კაპერსკის დედამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე  მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ოჯახს გვერდში ედგა, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურს „მათ ძეგლი უნდა დავუდგათ,“ დაწერა მან თავის პირად გვერდზე. 

რუსი სამართლამდამცველები გაოგნებული არიან დამნაშავეების მიერ ჩატარებული  გატაცების ოპერაციის “სითავხედითა და სისულელით,” წერს გაზეთი „კომერსანტი“. 

ივან კასპერსკი 19 აპრილს საკუთარი სამსახურის წინ მოიტაცეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

კომენტარები