რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სამხრეთ ოსეთის “მოქალაქეების” უსაფრთხოების დასაცავად - ამის შესახებ განცხადება დღეს ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. ლავროვის თქმით, რუსული მხარე არ გამორიცხავს “სამხედრო პროვოკაციებს” თბილისის მხრიდან. “აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და მზად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ვინმე 2008 წლის აგვისტოს დანაშაულის გამეორებას მოისურვებს,” აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონში დღეს ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის შეხვდა. ხვალ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აფხაზეთში ჩავა და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდება.