ყაზახეთის მოქალაქემ ალიტალიას თვითმფრინავის გატაცება სცადა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gataceba.png##fbimage#
 ყაზახეთის მოქალაქემ ავიაკომპანია ალიტალიას კუთვნილი თვითმფრინავის გატაცება სცადა. ის მოითხოვდა, რომ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან რომის მიმართულებით მიფრინავდა, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დაესვათ.  მომცრო დანით შეიარაღებული 48 წლის ვალერი ტოლმაჩევი ეკიპაჟის წევრებმა განაიარაღეს, იუწყება ტელეკომპანია BBC. თვითმფრინავის ბორტზე 131 ადამიანი იმყოფებოდა.

უცხოური მედიის ცნობით, ტოლმაჩევი ყაზახეთში იუნესკოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩევლად მუშაობს. ის თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას გადასცა. ბორტზე მყოფი მგზავრებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტოლმაჩევი ინციდენტის დროს „ძლიერი ნერვული აღგზნების“ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

კომენტარები