მასალა
500 გრ.500 გრ. ორაგული
500 გრ. ფენოვანი ცომი
2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 კონა ოხრახუში
50 გრ. კარაქი
1 კვერცხი
პილპილი
მარილი
ჯამში 25 ლარი
მომზადების წესი:
გაჭერით ორაგული 2 თხელ ნაჭრად. ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ 25 გრ. კარაქი, დაუმატეთ ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.
დაბლენდერებული მასა წაუსვით ერთ ფენა ორაგულს და დაადეთ ზემოდან თევზის მეორე ფენა, გადაუსვით 2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი.
კარგად გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და დაადეთ შეკაზმული ორაგული.
ათქვიფეთ 1 კვერცხი და ფუნჯით წაუსვით ცომს. შეახვიეთ ორაგული ცომში და შემდეგ ზემოდან გადაუსვით კვერცხი.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ცომში გახვეული ორაგული 20 წუთი.
მიირთვით გემრიელად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).




