#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kl.png##fbimage#
ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი ჩეხეთის მოქალაქეებისგან საჩუქრად 5000-ზე მეტ საწერ კალამს მიიღებს. სწორედ ამდენი მომხმარებელი გაწევრიანდა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექნილ ჯგუფში, რომელიც პრეზიდენტისთვის კალმების გაგზავნის ორგანიზებას ახდენს. ჯგუფი ფეისბუქზე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ჩეხეთის პრეზიდენტმა თავის ჩილელ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ კალამი მიითვისა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.ვაცლავ კლაუსის წარმომადგენლებმა მოგვიანებით მედიას განუმარტეს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის საქციელში ”გასაკვირი არაფერია.” მათი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, ქვეყნების მეთაურებს უფლება აქვთ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ კალამი თავისთვის დაიტოვონ. თუმცა, ჩეხეთის მოქალაქეების მხრიდან დაცინვის ობიექტი კლაუსი იმის გამო გახდა, თუ რა მანერით ”მოიპარა” მან ნახევრადძვირფასი ქვებით ინკუსტრირებული კალამი.
ჩეხეთის პრეზიდენტს ფეისბუქზე დაწყებული კამპანიის შედეგად შეგროვებულ საწერ კალმებს 2 მაისს გაუგზავნიან.




