ავღანეთში უკვე მეოთხე დღეა ასობით დემონსტრანტი ამერიკელი პასტორის მიერ ყურანის დაწვის ფაქტს აპროტესტებს. შაბათ-კვირას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებებს 22 ადამიანი, მათ შორის გაეროს მისიის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.
ფლორიდის შტატის ერთ-ერთი ეკლესიის პასტორმა, უეინ საპმა ყურანის ერთი ეგზემპლარი საჯაროდ 20 მარტს დაწვა. საპი თავისი კოლეგის, ტერი ჯონსის მითითებებით მოქმედებდა. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის მუსლიმების წმინდა წიგნის საჯაროდ დაწვის იდეა. ჯონსმა განმარტა, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა ყურანის იმპროვიზებული სასამართლო პროცესი გამართეს. რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ ”ნაფიცმა მსაჯულებმა” წიგნს ”მრავლობით დანაშაულში”დასდეს ბრალი და ”სასიკვდილო განაჩენი” გამოუტანეს.
ყურანის დაწვამ ავღანეთში განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცებს ”დამატებითი საფრთხეები” შეუქმნა, განაცხადა ავღანეთში საერთაშორისო ძალების მთავარსარდალმა, ამერიკელმა გენერალმა დავიდ პეტრეუსმა. მან ტერი ჯონსის და მისი თანამოაზრეების საქციელი მკაცრად დაგმო და ”ძალიან უპატივცემლო და არატოლერანტული” უწოდა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ კი კვირას გენერალ პეტრეუსთან შეხვედრისას მოითხოვა, რომ აშშ-ს კონგრესმა ამერიკელი პასტორის საქციელი სპეციალური რეზოლუციით დაგმოს. ”მუსლიმების წმინდა წიგნის დაწვაში მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ,” განაცხადა ავღანეთის პირველმა პირმა ”ჯონსის საქციელი მუსულმანური რელიგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია,” დასძინა მან.
ფლორიდელი პასტორი ტერი ჯონსი და მისი თანამოაზრეები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2010 წლის ზაფხულში მოექცნენ. ჯონსმა წინადადება წამოაყენა, 11 სექტემბერი აშშ-ში ყურანის დაწვის დღედ გამოეცხადებინათ. მისი ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და აშშ-ს ადმინისტრაციამ მკაცრად გააკრიტიკა, რის გამოც ჯონსი იძულებული გახდა თავის ჩანაფიქრზე ”დროებით” უარი ეთქვა.