ირანში ებრაული და სომხური წარმოშობის წყვილი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ებრაული და სომხური წარმოშობის წყვილი სიკვდილით დასაჯეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ცნობით, ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა მათი შეშფოთება ირანში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ პატიმართა უფლებების დარღვევების შესახებ.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mohabat News-ის ინფორმაციით, ებრაული წარმოშობის ირანის მოქალაქე, დივა მირზა სოლეიმან კალიმი და მისი მეუღლე, სომხური წარმოშობის ირანელი ქრისტიანი, ვარუჯათ პეტროსიანი სიკვდილით 14 მარტს დასაჯეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ მათთან ერთად კიდევ სამი პატიმარი - ერთი ქალი და ორი მამაკაცი დასაჯეს სიკვდილით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზეზით გამოუტანეს მათ სასიკვდილო განაჩენი.
 
ადამიანის უფლებათა დამცველთა ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთ საპატიმროში ხუთი ქრისტიანი ელოდება განაჩენის გამოტანას. ყველა მათგანს ”ისლამის გმობაში” ედება ბრალი და სიკვდილით დასჯა ემუქრება. სასამართლო  მათ განაჩენს ერთ თვეში გამოაცხადებს. 

კომენტარები