რუსები ყველაზე უხეშ ტურისტებად დაასახელეს

ავიაბილეთების საძიებო სისტემის, Skyscanner-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით,  ყველაზე უხეში ტურისტები მსოფლიოში რუსები არიან. Skyscanner-ის კვლევაში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას, კომპანიის მენეჯერმა რუსეთსა და დსთ-ში განაცხადა, რომ ის რაც უცხოელებს უზრდელობა ჰგონიათ, სინამდვილეში ”რუსებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობაა და მეტი არაფერი.”

გამოკითხვა რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა. მათ შორის იყო ადგილობრივი სამზარეულოს, კულტურისა და ენისადმი დამოკიდებულება. ამ კატეგორიაში საკამოდ ”უსიამოვნოები” ბრიტანელი ტურისტები აღმოჩდნენ. გამოკითხვის მონაწილეთა თქმით, მათ არ სურთ ადგილობრივ ენაზე საუბარი, არ ეტანებიან ადგილობრივ სამზარულოს, ბევრს სვამენ და ხმაურობენ, ასევე არიან ძალიან ძუნწები. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადგილობრივი ენით, სამზარულოთი და ტრადიცებით ყველაზე მეტად  სკანდინავიელები ინტერესდებიან. კატეგორიაში ”საუკეთესო მანერები და ქცვევა” იაპონლებმა გაიმარჯვეს. კვლევის მონაწილეთა აზრით, იაპონელები ყველაზე თავაზიანები არიან და ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან.  ამერიკელები კი გამოკითხვის მონაწილეებმა ყველაზე გულუხვ ტურისტებად დაასახელეს. 

კომენტარები