რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ხელიუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობებსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მოლაპარაკებების რეჟიმი დროებით შეაჩერეს. დღეს მათ კონსულტაციები გამართეს არასამათავრობო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი განაცხადეს რომ ”ოპოზიციური რვიანი” ხსნის ”ფრონტს ქვეყნის შიგნით და გარეთ”, რათა ხელისუფლებამ დაინახოს და გაიგონოს, რომ ”საარჩევნო სისტემის რეფორმირება საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი და ქართველი ხალხის მოთხოვნაა”.
ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიღწევის მიზნით ისინი აქციების მოწყობასაც არ გამორიცხავენ, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ”ოპოზიციურმა რვიანმა” მას შემდეგ განაცხადა, რაც უარყო მმართველი პარტიის შეთავაზებები, მათ შორის ისიც, რომელიც ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებდა. ახალი მემარჯვენეების წევრის, მამუკა კაციტაძის თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციური რვიანის "რაციონალურ და დასაბუთებულ“ წინადადებებზე და წარმოადგინა წინადადებები, რომელიც ”პროცესის გაჭიანურებას” ისახავს მიზნად.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ სწორედ ოპოზიციას და მის მიერ გამოყენებულ "ულტიმატუმების ენას“ მიჰყავს მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლისკენ. ”მმართველი პარტია მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები, თუმცა ულტიმატუმები ჩვენთვისმიუღებელია,” განაცხადა კუბლაშვილმა.
ტელეკომპანია "მაესტროსთან“ საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ რვა ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებების პროცესიდან არ გამოსულა და ამას ”არც მომავალში აპირებს.” მოლაპარაკებების პროცესში დადგენილი წესის მიხედვით, მხარეები თავიანთ პოზიციებს ერთმანეთს ორშაბათობით აცნობენ. შესაბამისად, უსუფაშვილი თქმით, ”როგორც კი მმართველი პარტია მოქნილ წინადადებებს წამოაყენებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ორმხრივი კომპრომისების გზით შეთანხმების მიღწევა,” მოლაპარაკებების მაგიდას მაშინვე დაუბრუნდებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას მათი წინადადებების წინააღმდეგ არგუმენტები არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ”ულტიმატუმის ენას არ მიიღებენ.”