მედვედევის ვაჟმა Deep Purple-თან ერთად დაუკრა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/medv.png##fbimage#
რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის 15 წლის ვაჟმა ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფთან Deep Purple-თან ერთად გიტარაზე დაუკრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ოთხშაბათს ჯგუფმა მოსკოვში კონცერტი გამართა, კონცერტის დაწყებამდე კი მედვედევს ეწვია სტუმრად.

”როგორც კი ჟურნალისტები წავიდნენ, პრეზიდენტსა და მუსიკოსებს მედვედევის ვაჟი, ილია შეუერთდა, რომელსაც არა მხოლოდ მუსიკის მოსმენა უყვარს, არამედ თავადაც უკრავს გიტარაზე,” ციტირებს რია ნოვოსტი ანონიმურ წყაროს.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მედვედევი უკვე 33 წელია Deep Purple-ის თაყვანისმცემელია. ”როდესაც ბავშვობაში Deep Purple-ის მოსმენა დავიწყე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე თქვენთან ერთად აქ ვიჯდებოდი,” აღნიშნა ლეგენდარული როკ ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა.


კომენტარები