საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადებას დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიზიტის გადადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს. ”არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს,” განაცხადა ვაშაძემ ”რაც შეეხება მიზეზს, მე თვითონ ისრაელის პრესაში ექვსი სხვადასხვა მიზეზი ვნახე: სპიკერის გადატვირთული გრაფიკით დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული,” აღნიშნა მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგებრობა გასულ კვირას დაიწყო. ქართულმა მხარემ უარყო ებრაული მედიის ცნობები იმის შესახებ, რომ ვიზიტის გადადება საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავებას უკავშირდება. პარლამენტის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში გადატვირთული შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო გადაიდო. თუმცა, israelnationalnews.com-ის ცნობით, ისრაელის ქნესეთის პრეს სამსახურმა განაცხადა, რომ ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების გამო საზოგადოების მხრიდან მთავრობაზე ”დიდი ზეწოლაა” და ამ ზეწოლის პირობებში ბაქრაძის ვიზიტი ”მიზანშეწონილი არ არის”. ებრაელი ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს. მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.
რონი ფუქსი ისრაელში საკმაოდ გავლენიანი ადამიანია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა სატელეფონო საუბრაში პირადად სთხოვა. ფუქსის ინტერესებს, ქართველი ადვოკატების გარდა, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი გრეგორი ქრეგი, ასევე ჯულიან ასანჟის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი იცავენ.
ორი ბიზნესმენის გამო ისრაელსა და საართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 თებერვალს უარყო და განაცხადა რომ ორ ქვეყნას შორის ”მთლიანობაში შესანიშნავი ურთიერთობებია.”