მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში პროდუქტებზე ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის მომზადება პრეზიდენტმა მთავრობას უკვე დაავალა და რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები უახლოეს თვეებში მომზადდება. ”პენსიის მატება, ენერგო და სასურსათო ვაუჩერების დარიგებასთან ერთად, იმ ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ინფლაციის საწინააღმდეგოდ შეიმუშავა,” აღნიშნა მანჯგალაძემ.
საბაზისო პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილ პენსიას მოსახლეობა 1 სექტემბრიდან მიიღებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, მას 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტის შესახებ თავისი წინასაარჩევნო დაპირებაც არ დავიწყებია. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენსია 100 დოლარამდე, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველი ნახევრიდან გაიზრდება. პრეზიდენტის თქმით, ამისთვის საჭირო იქნება ”დიდი საპენსიო რეფორმის” ჩატარება. ”ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა გადაჯგუფდეს,” აღნიშნა მან.
საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, გაზრდილი პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმს ”საგრძნობლად ჩამორჩება.” ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას ამ მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდა.