ვიკილიქსის დამფუძნებელს შვედეთს გადასცემენ

ლონდონის სასამართლომ სკანდალური ინტერნეტ პორტალის, ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. 39 წლის ასანჟს  სქესობრივი ძალადობა და გაუპატიურება ედება ბრალად. თავად ასანჟი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ვიკილიქსის დამფუძნებელი გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მან 9 დღე პატიმრობაში გაატარა, მოგვიანებით კი თავდებით გაათავისუფლეს. ასანჟის ადვოკატი ლონდონის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, შვედეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, მის კლიენტს აშშ-ში ექსტრადირება ემუქრება, სადაც ის ვიკილიქსთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ შვედეთში ასანჟს მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი არ ელოდება.

კომენტარები