ჰილარი კლინტონი: აშშ საქართველოსთან მტკიცე მეგობრობის ერთგული რჩება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისთებთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ”საქართველოსთან მტკიცე მეგობრული ურთიერთობების ერთგული რჩება.” ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ”საქართველოს დაჩქარებული სვლა ნატოსკენ,” ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. ვაშაძის თქმით, მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე გაძლიერებული მილიტარიზაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დღეს დასრულდება. 

კომენტარები