თბილისის სააპელაციო სასამართლომ 6 თებერვალს დაკავებული ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. სააგენტოს ცნობით, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ის დადგენილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ლუტიძეები 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.
ბაქარ და ლაშა ლუტიძეები შსს-ს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ბრალად დაედოთ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა. ლუტიძეები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ბრალეულად ცნეს და 400-400-ლარიანი ადმინსტრაციული ჯარიმა დააკისრეს.
გაზეთმა კვირის პალიტრამ ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც ჩანდა, რომ დაკავებულები საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ჩანაწერზე ჩანს, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში მოდიოდნენ და პოლიციელების მოთხოვნას გაჩერებულიყვნენ უხმოდ დაემორჩილნენ. გაზეთ კვირის პალიტრის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივის ორი თანაშემწე-გამომძიებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.