პკ (PC) – ახალმეტყველებაში პოლიტიკურად კორექტულს ნიშნავს.
აშშ-ში 70-იან წლებში რადიკალი ფემინისტების მიერ ატაცებული და დამკვიდრებული ტერმინი დღეს სრულად გამსჭვალავს დასავლური საზოგადოების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მედიას, განათლებას, ხელოვნებას და პირად ურთიერთობებს. მიზანი დიადია: სასაუბრო, ლიტერატურული, მეცნიერული, დიპლომატიური თუ საქმისწარმოების ენის ადაპტირებამ თანამედროვე სამყაროს თანასწორობის იდეალთან, შეურაცხყოფისგან უნდა დაიცვას გენდერული, რასობრივი, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის, კულტურული, ასაკობრივი, რელიგიური თუ ფიზიკური უნარშეზღუდულობის ნიშნით დისკრედიტირებული ჯგუფები.
ზოგადსაკაცობრიო იდეალებისკენ სწრაფვის მექანიზმი ასე გამოიყურება: ვიღებთ ლექსიკონს, უკვე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებს ან თუნდაც ყოველდღიურ სალაპარაკო ენას და პოლიტიკურად არაკორექტული სიტყვებისგან ვფილტრავთ. საბოლოოდ ხელში გვიჭირავს იდეალურად პოლიტკორექტული ბიბლია, მოთხრობა, სახელწოდებით „სხვებზე უფროსი კაცი და წყალი” („მოხუცი და ზღვა”), “მშვიდობა და მშვიდობა” („ომი და მშვიდობა”), „ფიფქია და შვიდი ვერტიკალურად მომცრო ადამიანი” ან კორექტირებული „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, სადაც ვეღარ შეხვდებით სიტყვა „ზანგს”, რომელიც ორიგინალში 217-ჯერაა ნახსენები. ეს დაახლოებით იგივეა, ფიროსმანის „მეეზოვეს” რომ „ეკოლოგიური ოპერატორი” დავარქვათ, ან „კაცია-ადამიანი?!” ამიერიდან მოვიხსენიოთ, როგორც „პერსონაა-პერსონიანი?!”. სწორედ ამას ითხოვენ რადიკალი ფემინისტები ინგლისსა და აშშ-ში – რახან სახელწოდება „მანჩესტერი” და „მანჰეტენი” სიტყვა „კაცს” შეიცავს (man – ინგლისურად, კაცი), მათ რაიმე უფრო პოლიტკორექტული, „პერსონჩესტერი” და „პერსონჰეტენი” უნდა ეწოდოთ. იგივე პრობლემებია სიტყვა „კაცობრიობასთან” (mankind) დაკავშირებით. ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთ გამოთქმებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, „შავი დღე დაადგა” – აშშ-ის „სიტყვის პოლიცია” მას აფროამერიკელთა შეურაცხყოფად შერაცხავდა და შესაბამის ზომებსაც მიიღებდა.
ის, რაც ათიოდე წლის წინ მხოლოდ სასაცილო ხუმრობა იქნებოდა, დღეს რეალობა გახდა. ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მალე სიტყვები „დედა” და „მამა” არაპოლიტკორექტულად ჩაითვლებოდა. მაგრამ ხანდახან კომიკური პროგნოზებიც მართლდება: გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან, პასპორტები გენდერულად ნეიტრალური იქნება. ისეთი „სუბიექტური” ტერმინები, როგორიცაა „დედა” და „მამა” ჩანაცვლდება პოლიტკორექტული „მშობელი 1” და „მშობელი 2”-ით. გადაწყვეტილებას კურირებდნენ ლგბტ-ჯგუფები: რეპროდუქციულ სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა და ჰომოსექსუალების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების ცვლამ ერთსქესიან წყვილებს სტიმული მისცა, იყოლიონ სუროგატი ან ნაშვილები ბავშვი. პასპორტის „გენდერულად ნეიტრალურად”, რეალურად კი „სქესობრივად ნეიტრალურად” ქცევის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. ბუნებრივია, ცვლილება შეეხება არა კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას – მხოლოდ ნაწილობრივ, საზღვარგარეთ დაბადებულ ამერიკელ ბავშვებს.
საინტერესოა, ვინ იქნება მშობელი 1 და ვინ – 2? ბუნებრივია, სქესის მიხედვით ეს ვერ გადაწყდება, გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭება თავიდანვე ყველა ხერხით უნდა აიცილონ. ხოლო თუ ასაკის (დაბადების თარიღის) მიხედვით განაწილდება, აშშ ეიჯიზმის მომაკვდინებელი ცოდვის წინაშე დგება. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ეს არაა.
გადაწყვეტილებას ამერიკელთა დიდი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედება „კულტურულ ვანდალიზმადაც” შეფასდა. არა იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰომოსექსუალთა თანაცხოვრებასთან აქვს განსაკუთრებული პრობლემები, არც იმიტომ, რომ აშშ ჰომოფობებითაა სავსე. საქმე ისაა, რომ ურთიერთობები, დამოკიდებულებები და სხვა სოციალური პრაქტიკები უფრო მარტივად ეწყობა, სანამ სახელმწიფო ჩაერევა. თავის ტკივილი სწორედ აქ იწყება: ერთი მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰეტერო თუ ჰომოსექსუალ ადამიანებს რაიმე სახის თანაცხოვრება აუკრძალოს. მეორე მხრივ, ბიუროკრატიულ ქმედებებში მსგავსი გადაწყვეტილებების გადატანა ყოველთვის წარმოშობს უთანხმოებასა და უსამართლობის განცდას, რადგან სახელმწიფო ვერ რჩება ნეიტრალური. ეს მაგალითიც ცხადყოფს – თუ გარკვეული ჯგუფი კმაყოფილი დარჩა, დომინანტურ ჯგუფებს სამართლიანად გაუჭირდათ იმასთან შეგუება, რომ მყარად არსებულ, ათასწლოვანი ევოლუციური პროცესის მანძილზე ჩამოყალიბებულ კულტურულ ტრადიციას ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული იმპერატივის გამო ზურგი უნდა აქციონ.
ლინგვისტური სფერო და სიტყვების დეკონსტრუქცია-გადათამაშება არ არის ერთადერთი, რისი კონტროლი და სტანდარტიზირება გაწერილი უნდა იყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გეგმაში. პოლიტკორექტულობის ვარიაციები ადამიანებს ასწავლის, რომ მათი წარუმატებლობა უსამართლო გარემოს შედეგია. ყველა სირთულე და უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში ხვდებიან, დევიაციაა, ნორმიდან გადახრაა და მისი „შესწორება” შესაძლებელია. სოციალური ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ამის შეცვლა შეუძლიათ, თუ საშუალება მიეცემათ. მსგავსი მიდგომის შედეგად, კანადის დედაქალაქ ოტავაში საბავშვო საფეხბურთო ლიგამ სულ ახლახან, ახალი წესი შემოიღო. ამიერიდან, გუნდი, რომელიც თამაშს ხუთ გოლზე მეტი სხვაობით მოიგებს, არც მეტი, არც ნაკლები – წაგებულად გამოცხადდება. ლიგის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს რეკომენდაციასაც აძლევს: თუ შეხვედრის მანძილზე ორი ან სამი ბურთით დაწინაურდებიან, შეუძლიათ, უფრო სუსტი ფეხით ითამაშონ, ან იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც ნაკლები გამოცდილება აქვთ.
ეს ყველაფერი არ გახლავთ. როგორც ჩანს, საკმარისი არაა, ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობის ლიმიტი დაუწესდეთ იმ მიზნით, რომ კონკურენტებს გული არ ეტკინოთ. საჭიროა, კონტროლს დაექვემდებაროს სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობაც: სოციალური ინჟინრები ამბობენ, რომ ახლო მეგობრის ყოლა საზიანოა – მომავლის თანასწორ საზოგადოებას მსგავსი პრაქტიკა არ წაადგება. ეს ხუმრობა არ არის – New York Times-ში უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული სტატია აღწერს, თუ როგორ მიმართავს აშშ-ის რიგი სკოლებისა და ბანაკების ზოგიერთი მასწავლებელი შემდეგ პრაქტიკას: მათი აზრით, ორი ბავშვის ახლო, განსაკუთრებული მეგობრობა იწვევს მათ ან გარემომცველთა ექსკლუზიურობას, ანუ ისინი ნაკლებად ჩართულები ხდებიან კოლექტიურ თანამეგობრობაში. თანაც, თუ ერთმანეთთან დაახლოებულ მოსწავლეებს ურთიერთობა „ცუდად წაუვათ”, შეიძლება გული ეტკინოთ. ამიტომ, სასურველია, ისინი განცალკევდნენ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი ყველა სხვა დანარჩენისადმი თანაბარი მეგობრული გრძნობით იყოს განმსჭვალული.
ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ახლო მეგობრის ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის ემოციური მდგომარეობისთვის, არამედ სამომავლოდ მისი ურთიერთობის უნარისა და ქცევის წესების განვითარებისთვის. თუმცა, ფსიქოლოგიური წიაღსვლების გარეშეც ცხადია, რომ მაკონტროლებელთა მიერ მართული პირადი ურთიერთობები უკვე თავისთავად ცუდია. ლოიალობასა და ჯანსაღ ურთიერთობას თავისთავად თავისუფალი არჩევანი ქმნის.
ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტის რეგულირება ტრადიციული დასავლური ფასეულობა არ გახლავთ. ამის საპირისპიროდ, ის აღზრდის აზიურ მეთოდს უფრო უახლოვდება. რამდენიმე კვირის წინ, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ემი ჩუამ გამოსცა წიგნი, სადაც ცდილობს ახსნას, თუ როგორ განაპირობებს აღზრდის ჩინური მეთოდი ამერიკაში აზიელთა წარმატებას. მკაცრი მოპყრობა, ბავშვის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება, მისი დროის სრული კონტროლი და სხვადასხვა საქმიანობით შევსება, დასჯის მეთოდები, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და წახალისებაზე უარის თქმა – დასავლელი მშობლები შვილებთან მოპყრობის ჩუას ამ მეთოდებმა განარისხა კიდეც. თუმცა რთული სათქმელია, რამდენად სჯობს ამ ყოველივეს ბავშვის გრძნობების კონტროლი და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა. მიზანი სხვადასხვანაირადაა შეფუთული. რეალურად კი ორივე შემთხვევა ბავშვის ინდივიდუალურ არჩევანსა და მომავალზე კონტროლის დამყარების მცდელობაა. პიროვნულობას მოკლებული, ერთმანეთის მსგავსი და საყოველთაო, უკონკურენტო წარმოდგენების მატარებელი არსება – ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას.
დასავლელი კოლეგების მსგავსად, ქართველი პოლიტიკურად კორექტულებიც არ მოგიტევებენ უნარშეზღუდული პირების „ინვალიდად” მოხსენიებას, მაშინ როცა თავად ეს ადამიანები საკუთარი ორგანიზაციების სახელწოდებებში, ხშირად, სწორედ ამ სიტყვას იყენებენ. რა თქმა უნდა, სიტყვა „ინვალიდის” ხმარებიდან ამოღება არ ცვლის იმას, რომ, დედაქალაქშიც კი სატრანსპორტო საშუალებები, გზაზე გადასასვლელი ხიდები და სხვა ყოფითი თუ არაყოფითი პრომლემები ისევ ძალაში რჩება. რაც მთავარია, კორექტულად მოხსენიება სინდისს ამშვიდებს.
ამავე ლოგიკით, ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა გამოვრიცხოთ ანეკდოტთა უმრავლესობა – რადგან ისინი კუთხური ან ეთნიკური ნიშნით ხასიათდებიან. ათასგვარი მეტაფორითა და განმარტებებით მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ კონკრეტული ადამიანი სოფლად ცხოვრობს და არა ქალაქში და წინასწარვე თავის მართლების რეჟიმში გადავერთოთ.
პოლიტიკურ კორექტულობას თუ გავყვებით, მივდივართ იქამდე, რომ „ომი მშვიდობაა” – ნეგატიური დამოკიდებულება მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არცთუ ისე კეთილგანწყობილია იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც თავად მიეკუთვნები, შოვინიზმად ფასდება. რა თქმა უნდა, უკეთესია ცხოვრება იქ, სადაც უსიამოვნო ამბები და საფრთხეები ნაკლებია, მაგრამ ამის მისაღწევად არსებული მდგომარეობის კრიტიკული გააზრებაა საჭირო. პოლიტკორექტული მიდგომით რეალობის უგულებელყოფა ხდება – პრობლემის გვერდზე გადადება მის განეიტრალებას სულაც არ ნიშნავს.
ის, რაც საქართველოში ჯერ მხოლოდ ტენდენციაა, დასავლეთ სამყაროსთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა.
პოლიტკორექტულობის პრიზმაში ენა და იდეები აღიქმება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც, სათანადოდ გადაკეთების და რეკონსტრუქციის შემდეგ, შესანიშნავ საშუალებად იქცევა სოციალური და ინსტიტუციური ჩაგვრის წინააღმდეგ.
პოლიტკორექტული იდეოლოგია სრულ შესაბამისობაშია მულტიკულტურალიზმის იდეალებთან. მორალი შემდეგია: ყველა და ყველაფერი თანასწორია. მსგავს იდეალებს ისედაც დაკრავს უტოპიის ელფერი, რეალურადაც ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ ამ საყოველთაო თანასწორობაში ზოგიერთი მაინც უფრო თანასწორია – პოლიტკორექტული თავისთავად გულისხმობს მისი ოპოზიციის, არაპოლიტკორექტულის არსებობას. ეს უკანასკნელი კი სულაც არ არის ბეჭედდასმულ პოლიტიკურად კორექტულ იდეებთან თანასწორი. მეტიც, არაპოლიტკორექტულობა 21-ე საუკუნის მთავარი მომაკვდინებელი ცოდვაა და ინკვიზიციას ექვემდებარება.
ასეთი გახლავთ თანამედროვეობის „კეთილშობილი” ცენზურა. ფაბულა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების და დისკუსიის შეზღუდვის იდეოლოგიას უდევს საფუძვლად, შემდეგია: დასავლური ცივილიზაცია, რომელიც სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება, ჩაგვრისა და შევიწროების წინასწარ განზრახული მექანიზმია. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ რენესანსი და განმანათლებლობა და დასავლური კულტურა უთანასწორობის კერად გამოვაცხადოთ. ყველაფერს კულტურულ ტერმინებში გადათარგმნილი სოციალისტური უტოპია დაალაგებს – მისი რწმენით, ელიტას შეუძლია შეცვალოს ენა, შესაბამისად – ადამიანთა ქცევის წესი და საბოლოოდ – მთელი საზოგადოება.
სოციალიზაციის დაგეგმილი პროცესი, რომლის მიზანი კოლექტივის კუთვნილი, ინდივიდუალურ არჩევანსა და ინტერესს მოკლებული ადამიანის გამოზრდაა, მხოლოდ არასასიამოვნო ასოციაციებს თუ იწვევს. რთულია, თავი ავარიდოთ პარალელს ტოტალიტარულ საზოგადოებებთან ან არ გაგვახსენდეს წარსულის კონსტრუქტები: ხალხთა ძმობა, მომავლის ადამიანი, კომუნიზმის მშენებლები და სხვა ფრიად „ინკლუზიური” ლოზუნგები.
რეალობა ისაა, რომ სოციალური ინჟინერიის იდეა უტოპიურია და როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, სახიფათოც. კაცობრიობა ვერასოდეს შექმნის გარემოს, სადაც არავის შეხვდება იმედგაცრუება ან წარუმატებლობა. პოლიტკორექტულობა, თავისი განსხვავებული გამოვლინებებით, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული – ის იძულების გზით კოლექტიური, ერთგვაროვანი აზროვნების მიღწევას ცდილობს. პოლიტკორექტულობა ექსკლუზიური სიმართლის ფლობაზე აცხადებს პრეტენზიას – თუნდაც ადამიანური ბუნებისა და გამოცდილების საპირისპირო იყოს. არსებობის გასაგრძელებლად, ეს იდეოლოგია, სახელმწიფოს გამუდმებულ ჩარევას საჭიროებს – მაშინ, როცა ენა და ქცევის წესები წინასწარ მოფიქრებული გეგმის გარეშე იქცა იმად, რაც გვაქვს. ეჭვს გარეშეა, საზოგადოების თითოეული ჯგუფის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია. კოლექტივისგან დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს, გამოეთიშო განსხვავებულ აქტივობებს, ან გარკვეულ ჯგუფებს საკუთარ თავს აღარ მიაკუთვნებდე. ეს არც პასუხისმგებლობისგან თავისუფლებას გულისხმობს. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს უმცირესობებს საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ისევე, როგორც ცენზურა დაადოს გამოხატვის ამა თუ იმ ფორმას. თავისუფალ საზოგადოებებში ტოლერანტობას განსხვავებულ აზრთა სიმრავლე ქმნის და არა ტოტალიტარული „სწორი აზრი”. არათავისუფალ საზოგადოებებში „პოზიტიური ცენზურა” ფუნდამენტალისტური ჯგუფების გაძლიერებისა და კონტროლის გაღრმავებისთვის მხ ოლოდ დამატებითი არგუმენტი ხდება.
ადამიანებს არ სჭირდებათ ზედამხედველი იმისთვის, რომ დაუწესოს ურთიერთობის ნორმები, რეგულაციები თუ სანქციები. თავისუფალ ინდივიდებში ისედაც არის ჰუმანურობისა და ლოიალობის საკმარისი განცდა – ელიტის მიერ თავსმოხვეული სავალდებულო სიყვარული აკრძალულ სიძულვილად იქცევა.