სვანეთში მშენებლების შეცდომის ”წყალობით” ზამთრის პირველი ტურისტული სეზონის გახსნა შეიძლება ახალ წლამდე ვერ მოესწროს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა ”ბიზნეს კურიერში” გავიდა.
ტელეკომპანიის ცნობით, სვანეთში კონტრაქტორებმა საბაგირო გზის ბოძები ”შებრუნებულად” დაამონტაჟეს. ”ამის გამო სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა,” განაცხადა გადაცემის წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა იტალიურ კომპანია ”ლაიტნერზე” დაყრდნობით. კომპანია ”ლაიტნერი” სვანეთში საბაგირო გზის სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხარვეზის გამოსწორება ბოძების ძირში ბეტონის დამატებით გადაიჭრება. ”ამას კი დამატებითი დრო და ხარჯები დასჭირდება,” განუცხადეს ”ბიზნეს კურიერს” იტალიურ კომპანიაში.
პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზაზა გოროზიამ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მან აღნიშნა რომ ამ დროისთვის პრობლემა სრულად არის აღმოფხვრილი და საბაგირო გზა მწყობრშია. ”არანაირი პრობლემა სიმძიმის ცენტრთან დაკავშირებით არ ყოფილა. უბრალოდ იყო მუშაობის პერიოდში ”გაიკების” ცდომილება,” განაცხადა გოროზიამ და დასძინა, რომ ტურისტული სეზონი სვანეთში 24 დეკემბერს გაიხსნება.