არასამთავრობო ორგანიზაციამ "მამული, ენა, სარწმუნოება" და მოძრაობა "არა" -მ საზოგადოებრივ მაუწყებელის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და დავით პაიჭაძის გადაცემა ”დიალოგის” დახურვა მოითხოვეს. "მამული, ენა, სარწმუნოება"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ ის გასულ ხუთშაბათს გადაცემაში მართმადიდებლობის ოპიუმთან შეადარების ფაქტს აპროტესტებს. მან მოითხოვა, რომ შემდეგ გადაცემაში ჟურნალისტმა სტუმრად საპატრიარქოს წარმომადგენლები მოიწვიოს და მათი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს, ხოლო გადაცემის დასრულებისთანავე მისი დახურვის შესახებ განაცხადოს. სადღობელაშვილის თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ხუთშაბათს, 22:00 საათზე (ამ დროს იწყება დავით პაიჭაძის გადაცემა) "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" არასამთავრობოები 300-კაციან აქციას მოაწყობენ და გადაცემის წამყვანს ტელევიზიაში არ შეუშვებენ.
16 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" საუბარი საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ვითარებას შეეხო. გადაცემის სტუმარმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” გავრცელებულ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით, საპატრიარქოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. წერილის მიხედვით, საპატრიარქოში კათოლიკოსის ტახტისთვის ფარული ბრძოლა მიმდინარეობს.
წერილში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ფავორიტმა, მიტროპილიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა სინოდის სხდომაზე გასტანად მოამზადა ცვლილებები რომლებიც მომავალში ”ამ ბრძოლაში მის წარმატებას უზრუნველყოფს.” ჟურნალიტმა დავით პაიჭაძემ გადაცემაში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მიიწვია, თუმცა მათ უარი თქვეს მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ სინოდის გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ არის მიღებული.
გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მას ”ცუდზე უარესი” და ”უდიდესი ცოდვა” უწოდა , ხოლო გადაცემის ავტორს ღვთის სასჯელით დაემუქრა. ეკლესიის მეთაურმა ასევ აღნიშნა, რომ "მსგავსი განცხადებები მორწმუნე მრევლს ეკლესიის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს".