პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენa გაიმართა . მმართველმა პარტიამ მედიის ექსპერტებისა და იურისტების მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტიდან ნაწილი გაითვალისწინა. კერძოდ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს მედიასაშუალებების მეტი ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებიც დაემატება. კანონპროექტის მიხედვით, გამჭვირვალობა მედიასაშუალების ყველა დონის მფლობელისთვის ხდება აუცილებელი. შეზღუდვები წესდება მედიასაშუალების აქციებით ვაჭრობასთან მიმართებაშიც. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კი ვალდებული იქნება მის კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებების აუდიტის მასალები საჯარო გახადოს.
მიუხედავად იმისა რომ სახელისუფლებო უმრავლესობამ ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაითვალისწინა, საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. "ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ კომპანიამ შესაბამისობის დეკლარაცია მანამდე უნდა წარადგინოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, სანამ მედიასაშუალების წილს იყიდის. ამას გარდა, "ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, რომ მედიასაშუალების ფლობასთან დაკავშირებით აკრძალვა ეხებოდეს როგორც თანამდებობის პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც.
26 ოქტომბერს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით ბაქრაძემ იურიდიულ და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა ორი კვირის ვადაში მოემზადებინათ ახალი კანონპროექტი, რომელიც მედია მფლობელობის და ფინანსების გამჭირვალობას უზრუნველყოფდა. ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს, რომელთაც ოფშორულ ზონაში წილის 10 პროცენტზე მეტი გააჩნიათ, მედიასაშუალებების ფლობა ეკრძალებათ.