პერუს სასამართლომ ბლოგერ ხოსე ალეხანდრო გოდოის 3-წლიანი ციხე და 120-დღიანი საზოგადოებისათვის სასიკეთო სამუშაო მიუსაჯა. ხოსე ალეხანდრო პირადი ბლოგის – მესამე სართულიდან – მფლობელია. ამ ინტერნეტგვერდმა პერუელ ახალგაზრდებში პოპულარობა მალე მოიპოვა. ხოსე ალეხანდრომ აპრილში ყოფილ მინისტრ ხორხე მუფარეჯიზე ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსს კრიმინალურ საქმიანობაში სდებდა ბრალს. სტატიამ დიდი დისკუსია გამოიწვია. ხელისუფლებამ ჟურნალისტი-ბლოგერი აპრილშივე დააკავა, სასამართლო კი რამდენიმე კვირის წინ შედგა.
განაჩენს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ამ ფაქტს არაკონსტიტუციური უწოდეს.