სკაიპი ანდროიდისთვის

ოქტომბრის დასაწყისი ტექნომანთა შორის Android-ის პლატფორმაზე Skype-ის ოფიციალური მესინჯერის გამოსვლით აღინიშნა. მთელი მსოფლიოს „ანდროიდებმა” ერთად გაიხარეს, არადა გახარების საფუძველი მათ ნამდვილად ჰქონდათ, ვინაიდან უკვე ორი წელიწადია, პირველი ანდროიდიანი ტელეფონის, T-Mobile G1-ის გამოსვლის დღიდან, რაც ისინი ელიან საკუთარი „ანდროიდიდან” მეგობრებთან სრულფასოვანი Skype-ის საშუალებით ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდის Market Place-ში აქამდე მრავალი მესინჯერი გამოჩნდა, რომელთა საშუალებითაც Skype-ის გამოყენება იყო შესაძლებელი, Skype-ის არაოფიციალური ანალოგები ფუნქციონალობით ჩამოუვარდებოდნენ ოფიციალურ ვერსიას – ისინი მხოლოდ ტექსტური მესიჯების გაგზავნის საშუალებას იძლეოდნენ, მულტიმედიურ ხანაში კი საურთიერთოდ მხოლოდ ტექსტი, როგორც მოგეხსენებათ, აღარ არის საკმარისი. ოფიციალური ვერსიის საშუალებით არა მხოლოდ ე.წ. „ჩატაობაა” შესაძლებელი, არამედ საერთაშორისო ზარების განხორციელებაც შეიძლება გაცილებით დაბალი ტარიფით. ამასთან, თუ თქვენ ზარს პერსონალურ კომპიუტერთან ახორციელებთ, 3G ქსელის დაფარვის ზონაში მხოლოდ დახარჯული „ტრაფიკის” ფულს უხდით მობილურ ოპერატორს, Wi-Fi-ის მეშვეობით კი საერთოდ უფასოდ შეიძლება სასურველ ადამიანებთან დარეკვა, როგორც ეს ჩვეულებრივი PC-დანაა შესაძლებელი.

კომენტარები