გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნეს, ქართულმა მხარემ არაერთი პოზიტიური გზავნილი მიიღო.
სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არასოდეს დაიხევს უკან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. მან დაადასტურა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთგულება ბუქარესტისა და სტრასბურგ-კელის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ჰპირდება.
“ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის კონსტრუქციულობას ჟენევის პროცესში, მოიწონა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მზადაა სტრატეგიაში ასახული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთში გაწეული დახმარებისთვის და მწუხარება გამოთქვა ჰელმანდის პროვინციაში ხუთი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს თანადგომას სამხედრო რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის ამაღლების საქმეში.
სახელმწიფო მდივანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე. მისი თქმით, აშშ კვლავაც ითანამშრომლებს საქართველოსთან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. “მაისში გამართული ადგილობრივი არჩევნები რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი გახდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო პოლიტიკური კონკურენციის, პარტიების დაფინანსებისა და ანგარიშგების, ასევე მაისში დაშვებული შესაძლო დარღვევების გამოძიების კუთხით”, – განაცხადა კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა არა მხოლოდ “დააკმაყოფილოს” საერთაშორისო სტანდარტი, არამედ “გადააჭარბოს” მას.
კლინტონმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ რეფორმა შესაძლებლობას იძლევა გამყარდეს ის, რასაც ქართველები ვარდების რევოლუციის შემდეგ ქმნიდნენ. სახელმწიფო მდივანის თქმით, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს მიერ კორუფციის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესი რეგიონის “მისაბაძ მაგალითად” მოიხსენია და ინვესტორებს საქართველოთი უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები სენატშიც გამართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საკითხზე ორპარტიული მიზნობრივი ჯგუფის თანათავმჯდომარე სენატორმა ჯეინ შეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რუსეთის ქმედებებს “უკანონო ოკუპაცია” უწოდა. მან განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, ასევე ინვესტიციები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
დასავლურმა მედიამ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა. გილაურმა განაცხადა, რომ თბილისი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. “ჩვენ ვემხრობით რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ოღონდ WTO-სვე წესების დაცვით”, – განაცხადა ნიკა გილაურმა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის წესები მოითხოვს, წევრ ქვეყნებს შ