გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაში.
გაეროს ტრიბუნიდან სააკაშვილი ორჯერ გამოვიდა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ფინანსურ მაგნატ დონალდ ტრამპს, სიტყვით გამოვიდა ნაზდაკის საფონდო ბირჟაზე. იყო ორმხრივი შეხვედრების მთელი კასკადი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა თუ შუა აზიის ქვეყნების პრეზიდენტებთან. ასევე იგი წარდგა ჰარვარდის კლუბისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე. მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიღებაში. მასთან ინტერვიუ ჰქონდა Fox-News-ს. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან. საერთო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში სულ 90-მდე შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ერთ-ერთი მიმართულება არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გახლდათ. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრები ხორვატიის, ფინეთის, ლიტვის, სენეგალის, კვიპროსის, ყირგიზეთის პრეზიდენტებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები კოლეგებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.
ინვესტიციის მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აღიარების საინტერესო სიგნალი გაისმა. ეს არის ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში პროექტების განხორციელების შესახებ. ტრამპი ძირითადად უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების და კაზინოების ბიზნესშია ჩართული. ის ამ მასშტაბის პირველი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელმაც საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.
საქართველო, როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური ტრანსფორმაციის ლაბორატორია – ასეთი იყო პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში საქართველოს საერთაშორისო როლისა და იმიჯის ხედვა.
23 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის მაღიარებელ ქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
გაეროს ტრიბუნიდან სააკაშვილმა აფხაზ და ოს ერებსაც მიმართა და, რუსული ოკუპაციისა და ასამილაციის ნაცვლად – ევროპულ სახელმწიფოში თანაბარი განვითარების და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების შანსი შესთავაზა.
საქართველოს პირველმა პირმა გამოსვლაში რუსეთის მოდერნიზების აუცილებლობაზე და ამ პროცესში თანამშრომლობაზეც ისაუბრა: „მეც მსურს ვიხილო რუსეთი, როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ, ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში”.
მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აქცენტი კავკასიის ხალხების მიერ საერთოკავკასიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზეც გააკეთა. პრეზიდენტმა კავკასიის საერთო განვითარებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, მყარი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შექმნაზე ისაუბრა. კავკასიური მშვიდობის მისაღწევად მან საერთაშორისო თანამეგობრობას თანადგომისკენ მოუწოდა: “ჩემი მესამე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებას და თითოეულ თქვენგანს გეხებათ. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება”. – ეს გახლდათ ქვეყნის პირველი პირის მთავარი შეტყობინება გაეროს წევრი ქვეყნებისადმი.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რამდენიმე ინიციატივა წარადგინა, რომელსაც ამერიკული მხარე განიხილავს. ამ ინიციატივების განხილვა ოქტომბრის დასაწყისში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის შემაჯამებელ სხდომაზე იგეგმება.