FB გვერდებზე კითხვებს "ოცნების" უმეტესობა თავს არიდებს, ნაწილს "ცრუ ინფორმაციაზე" აქვს ეჭვიმას შემდეგ, რაც ფეისბუქმა 400-ზე მეტი ქართული პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდი წაშალა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას უკავშირდება, ტაბულა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს. ნაწილი სატელეფონო ზარს საერთოდ არ პასუხობს, ნაწილი კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.