ცილისწამება

კალაძე: განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე

მე მივესალმები ამას [ცილისწამების შესახებ კანონის მიღებას]. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე ცილისწამების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე, რის შესახებაც ჯერ პრეზიდენტმა, შემდეგ კი, პატრიარქმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრეს.

კომენტარები