გორში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სარეცხის დაფენისას ფეხი დაუცდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.