მიწისქვეშა გადასასვლელი

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან მამაკაცი გადავარდა და დაიღუპა

დავით ცხვარაძე

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან მამაკაცი გადავარდა. ის ადგილზე დაიღუპა. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

კომენტარები