აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანის მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტის ცნობის ფონზე ტრამპი ამბობს, რომ დიალოგი გრძელდება

AP

ირანის მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტის ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე საათში აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ირწმუნება, რომ დიალოგი გრძელდება.

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება." - დაწერა ტრამპმა.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ "პროდუქტიული საუბარი" ჰქონდა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელთანაც შეთანხმდნენ, რომ ისრაელის "სამხედროები ბეირუთში არ შევლენ" და ამ მიმართულებით მიმავალი ჯარისკაცები "უკვე უკან გაბრუნდნენ". ამავე ტექსტში ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან კარგი ზარი ჰქონდა ჰეზბოლასთან" და "სროლა შეწყდება". 

აქამდე ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანში ჰეზბოლაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების გამო თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აჩერებდა.

კომენტარები