აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს ინფორმაციას, რომ 31 მაისის ღამეს აშშ-ს ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს ორი რაკეტა, რომელიც ირანმა ქუვეითში განლაგებულ ამერიკულ ძალებს დაუმიზნა.
"გუშინ ღამით, აღმოსავლეთის დროით 23:00 საათზე, აშშ-ს ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს ქუვეითში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე დამიზნებული ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა," - წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, რაკეტების განადგურების დროს აშშ-ს სამხედროები არ დაშავებულან.
"აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ინარჩუნებს სიფხიზლეს და გააგრძელებს ჩვენი ძალების დაცვას ირანის აგრესიისგან, ამავდროულად მხარს დაუჭერს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს," - აცხადებს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.





