რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქარხანას დაარტყა

Exilenova+ / Telegram

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ხანძარი გაჩნდა. 

რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვოლგოგრადის ნავთობქარხანაზე დარტყმის, სულ მცირე, მეათე შემთხვევაა.

გამოცემა Kyiv Independent ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიზანში ამოღებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ობიექტს უკრაინამ ბოლოს თებერვლის თვეში დაარტყა.

თავის მხრივ, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის დროს დრონი საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

თუმცა, Astra-ს ცნობით, რუსი გუბერნატორის მიერ ნახსენები შენობა ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს იმ სამხედრო ქარხნიდან, სადაც რუსეთი სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს. 

კომენტარები