თურქულმა საზღვაო გადაზიდვების სააგენტო Tribeca-მ განაცხადა, რომ 28 მაისს შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს, სამ ნავთობტანკერზე დრონებით იერიში მიიტანეს.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი დაზიანებული ნავთობტანკერი James II შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ ტვირთის გარეშე დაცურავდა. ტვირთის გარეშე დაცურავდნენ ნავთობტანკერები Altura და Velora, რომლებიც სიერა-ლეონეს დროშა ჰქონდათ აღმართული. თავდასხმის დროს გემიდან გემში ოპერაციას ასრულებდნენ.
დახმარების მიზნით შემთხვევის ადგილებზე სანაპირო უსაფრთხოების კატერები გაგზავნეს და სააგენტოს ცნობით, სამივე გემზე არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვი და კიევი რეგულარულად ესხმიან თავს ერთმანეთის პორტებსა და ნავთობტანკერებს შავ ზღვასა და მის ფარგლებს გარეთ. ამ დროისთვის არც ერთ ქვეყანას აღნიშნულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.




