აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ჰეგსეთი: ირანი შესაძლოა რაკეტების მცირე მარაგს კვლავ ფლობდეს, მაგრამ ახალს ვეღარ აწარმოებს

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

აშშ-ს ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა ირანი ჯერ კიდევ ფლობდეს გარკვეული რაოდენობის რაკეტებს, მიუხედავად აშშ-სა და ისრაელის მიერ რამდენიმე კვირიანი დაბომბვის კამპანიისა, თუმცა, თეირანს ამჟამად ახალი რაკეტების წარმოება აღარ შეუძლია.

"მათ შეიძლება ჰქონდეთ რაკეტები, მაგრამ ახლა მეტის წარმოება არ შეუძლიათ" - განაცხადა ჰეგსეთმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს.

"მათ ახლა მეტი დრონის წარმოება აღარ შეუძლიათ, ვეღარ აშენებენ მეტ გემებს, ამიტომაც მოვიდნენ და დანებებისთვის მოლაპარაკებები დაიწყეს" - ამტკიცებს ჰეგსეთი.

ირანის პორტების აშშ-ს ბლოკადაზე საუბრისას ჰეგსეთმა თქვა, რომ "მსოფლიოში არც ერთი ირანული ტანკერი აღარ არის უსაფრთხოდ, და ჩვენ ვნახეთ გემების დაკავებები მთელ მსოფლიოში, რაც მათ ეკონომიკურ სასიცოცხლო წყაროს ახშობს".

კომენტარები