საპროტესტო აქცია

ვაშაძე: დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ წარსულზე საუბრის დღე, ეს არის მომავლის განჭვრეტის დღე

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ძალიან დიდი მადლობა ყველას. მეგობრებო, დღევანდელი დღე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა არ მოგვატანინეს, ხან მიკროფონი, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენი სამშობლოს ღირსებას და აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დგას დღეს ქართული ღირსება, ვისაც შენარჩუნებული აქვს ის ქართული ღირებულებები, რომლებმაც ამაყად უნდა შეაბიჯოს ძალიან დიდ ევროპულ ოჯახში. 

დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ წარსულზე საუბრის დღე, ეს არის მომავლის განჭვრეტის დღე. დღეს გვიდგას თვალწინ მომავლის ორი სურათი - ერთ მხარეს არის გათითოკაცებული, იზოლაციაში მყოფი, დაჩაგრული, გაჭირვებული საქართველო და მეორე მხარეს არის ერთ მუშტად შეკრული, ღირსეული, რეგიონის ლიდერი, განვითარებული, ამაყი საქართველო. 

რა თქმა უნდა ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, ერთიანობას. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ და ვუთხრა. "ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს", რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, რომ წაგვკიდოს ერი ერთმანეთს, დაგვაპირისპიროს. გთხოვთ, დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ და წავიყვანოთ წინ საქართველოთ. ისევე როგორც თქვენ, გვაწყხებს უსაშველოდ გაზრდილი ფასები, ჯარიმები, გვაწუხებს, რომ ბავშვებს წამალს არ უფინანსებენ, გვაწუხებს ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხს შეულძია ეს ყველაფერი გადალახოს.

თქვა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს.

კომენტარები