აშშ-ირანი

NYT: IRGC-სთან დაკავშირებული პირი ივანკა ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

დონალდ და ივანკა ტრამპები
Time

The New York Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, ივანკა ტრამპი მკვლელობის მცდელობის სამიზნე გახდა. გამოცემა, დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული ტერორისტი, რომელსაც 2020 წელს IRGC-ს ყიდსის ძალების მეთაურის, ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიება სურდა.

გამოცემის ინფორმაციით, ერაყის მოქალაქე მოჰამად ბაგერ საად დავუდ ალ-საადი, სავარაუდოდ, ივანკა ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, ფლორიდაში მდებარე მისი სახლის სქემა ჰქონდა და ინტერნეტში მუქარის შემცველ პოსტებს აქვეყნებდა, სადაც წერდა - „ვერც თქვენი სასახლეები და ვერც საიდუმლო სამსახური ვერ დაგიცავთ“.

ინფორმირებული წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ალ-საადი, რომელსაც ერაყ-ირანის ტერორისტულ წრეებში მაღალი რანგის ფიგურად აღწერენ, 15 მაისს თურქეთში დააკავეს და შემდეგ აშშ-ში ექსტრადირეს. მას ევროპასა და შეერთებულ შტატებში განხორციელებულ და დაგეგმილ 18 თავდასხმასთან კავშირში დებენ ბრალს, მათ შორის ამერიკულ და ებრაულ ობიექტებზე თავდასხმებში ამსტერდამში, ლონდონში, ტორონტოსა და ბელგიაში.

კომენტარები