უკრაინის გაწევრიანება EU-ში

სიბიჰა: EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერები ივნისში უნდა გაიხსნას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა უნგრელ კოლეგა ანიტა ორბანთან მოლაპარაკებების შემდეგ კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველი ნახევრის დასრულებამდე გაიხსნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ივნისის ბოლომდე ყველა კლასტერის გახსნა რეალისტური ამოცანაა.

"კლასტერები ივნისში უნდა გაიხსნას. ორბანის მთავრობის სახით მთავარი პოლიტიკური დაბრკოლება აღმოფხვრილია" - განაცხადა მან Европейская правда-ს კითხვის საპასუხოდ.

მინისტრმა ასევ დააზუსტა, რომ საუბარია ექვსივე კლასტერის გახსნაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა პირობა შესრულებულია.

კომენტარები