რაც შეეხება ქართველი ხალხის ერთგულებას და ამ ტერმინოლოგიას, ამის შემდეგ მე ვაპირებ, რომ ყოველ ჯერზე გავუსვა ამას ხაზი, ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რომელსაც ალბათ საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ ან მე-19 საუკუნეში ასეთ დამცირებას. ასეთი დამცირება ქართველი ხალხის, რთულია, რომ ჩვენი ისტორიიდან გაიხსენო და პარალელები გააკეთო. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან რაღაც ხალხები და ტომები, რომლებსაც არ აქვთ ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა. საქართველო არის სახელმწიფო, ქართველი ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს.
ესაა სახელმწიფო, თავისი საზღვრებით, ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, ინსტიტუციებით. თუ ვინმეს უნდა რომ დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ეს საუბრები ქართველი ხალხის პატივისცემაზე, აჩვენებს იმას სინამდვილეში, რომ ისინი მიიჩნევენ ქართველ ხალხს მეურეხარისხოვან ერად.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
პაპუაშვილი EU-ზე: როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, საქართველოს დამცირებაა




