აშშ-ირანის დაპირისპირება

ირანის ლიდერებს ომში უფრო მძიმე ტვირთის ტარება უწევთ - მოჯთაბას წერილობითი განცხადება

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებით
Majid Saeedi/Getty Images

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ყოფილი პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის სიკვდილის ორი წლისთავის აღსანიშნავად მორიგი წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ირანის ლიდერებს ომში "უფრო მძიმე ტვირთის" ტარება უწევთ.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ყოფილი პრეზიდენტისადმი პატივისცემის მიგების გარდა, მოჯტაბა ხამენეიმ ირანის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

უზენაესმა ლიდერმა წერილობით განცხადებაში აღიარა, რომ ომის რეალობა "ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს."

მან თქვა, რომ ლიდერებმა აქტიურად უნდა განიხილონ ეკონომიკური საკითხები და შეინარჩუნონ "ფართომასშტაბიანი, პირდაპირი ყოფნა."

აპრილის დასაწყისში გამოცემა Times სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოჯთაბა უგონო მდგომარეობაში იყო, ხოლო 23 აპრილს New York Times-მა გაავრცელა ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ქვეყანას ერთპიროვნულად ვერ მართავს. 

ამ ფონზე ერთ-ერთმა ირანელმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მოჯთაბა ხამენეის ახალ ფოტოებს ან სხვა მასალებს მის წინააღმდეგ "ოკულტური მეცნიერებებისა" და არატრადიციული მეთოდების გამოყენების საფრთხის გამო არ ავრცელებს.

 
 

კომენტარები