საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენამდე ადამიანების უმეტესობა ერთსა და იმავე გზას გადის: ჯერ ინტერნეტში ეძებს, შემდეგ ფასებს ადარებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბოლოს კი ან ფიზიკურ მაღაზიაში მიდის, ან ონლაინ ყიდულობს. ეს პროცესი ხშირად დიდ დროს მოითხოვს და ყოველთვის არ მთავრდება კარგი შედეგით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექნიკის შეცვლა სასწრაფოდ ხდება საჭირო.
მეგატექნიკა ქართულ ბაზარზე სწორედ ამ ციკლის გამარტივებაზეა მორგებული. კომპანია ფუნქციონირებს როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია, ასევე ფიზიკური სივრცეებით - რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეძენის ფორმატი თავად შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნების მიხედვით.
რას მოიცავს მეგატექნიკის ასორტიმენტი?

ეს არის ტექნიკის მაღაზია, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია, რაც მისი ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული უპირატესობაა. კატალოგი მოიცავს მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ყოველდღიური გამოყენების ელექტრონიკასა და კომპიუტერულ მოწყობილობებს.
მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა:
- მაცივარი - ერთ და ორკამერიანი, სხვადასხვა მახასიათებლებითა და მოცულობის ვარიანტებით
- სარეცხი მანქანა - წინა და ზედა ჩატვირთვის, ჩასასენებელი მოდელებით, სხვადასხვა ტევადობის
- გაზქურა - დამოუკიდებელი, ჩასაშენებელი, ინდუქციური და კომბინირებული
- ტელევიზორი - Smart TV, QLED, OLED, MiniLED, Neo QLED, ეკრანის ყველა ზომით
- კონდიციონერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ჩასაშენებელი ღუმელი, გამწოვი
წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა:
- სამზარეულოს ტექნიკა - ყავის აპარატი, ბლენდერი, ტოსტერი, ელექტრო ქვაბი
- მობილური ტელეფონი, სმარტ საათი, ტაბლეტი
- ნოუთბუქი, მონიტორი, კომპიუტერის აქსესუარები
- აუდიო ტექნიკა, ყურსასმენი, პორტატული დინამიკი
- მოწყობილობები სილამაზისა და თავის მოვლისთვის, მტვერსასრუტი და სხვა
ყოველ კატეგორიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ფასის დიაპაზონი - ბიუჯეტური ვარიანტებიდან პრემიუმ ბრენდებამდე. ეს ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია არ არის ორიენტირებული მომხმარებლის მხოლოდ ერთ სეგმენტზე, არამედ სრულად ფარავს ყველა ტიპის მოთხოვნას.
ბრენდების მრავალფეროვნება

მეგატექნიკის კატალოგი არ ეყრდნობა ერთი ან ორი ბრენდის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ასორტიმენტს. ვებგვერდზე წარმოდგენილია საერთაშორისო წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში. ეს პრაქტიკულია ორი ტიპის მომხმარებლისთვის: ვისაც კონკრეტული ბრენდი აქვს შერჩეული და მხოლოდ მოდელი სჭირდება, ან ვისაც ბრენდის მიმართ ნეიტრალური განწყობით სურს ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება. ორივე შემთხვევაში კატალოგი საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
ონლაინ შეძენა - პრაქტიკული მხარეები
ონლაინ შეძენა ტექნიკის შემთხვევაში ბევრ ადამიანს კვლავ ეჭვქვეშ აყენებს. ამ სკეპტიციზმს კონკრეტული კითხვები უდევს საფუძვლად: ხარისხიანი ტექნიკაა? ვებგვერდზე ნაჩვენები ფასი ზუსტია? მიტანის სერვისი თუ აქვთ? მეგატექნიკის ფორმატი ამ კითხვებს სტრუქტურულად პასუხობს.
ვებგვერდზე თითოეულ პროდუქტს ახლავს სრული ტექნიკური მახასიათებლები, ფოტომასალა და ფასი. ონლაინ შეძენის პროცედურა სტანდარტულია - კალათა, მიწოდების მისამართი, გადახდა. კომპანია ასევე სთავაზობს მიტანის სერვისს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში.
დამატებითი კომფორტია ონლაინ განვადება, რაც ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტია. მეგატექნიკაში ონლაინ განვადება ხელმისაწვდომია პირდაპირ ვებგვერდიდან, რაც ნიშნავს, რომ ძვირადღირებული ტექნიკის - მაგალითად, ახალი ტელევიზორის, სარეცხი მანქანის ან პრემიუმ კლასის მაცივრის - ყიდვა შესაძლებელია ყოველთვიურ გადახდებად გაყოფილი სქემით, ბიუჯეტის ერთჯერადად, სრულად გახარჯვის აუცილებლობის გარეშე. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია, როდესაც ძველი ტექნიკა მოულოდნელად გაფუჭდა და ახლის ყიდვა გადადებას არ ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, ისიც რომ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდაც არის შესაძლებელი, რომლითაც ნივთის ღირებულება ოთხ თვეზე, სრულიად უპროცენტოდ გადანაწილდება. ტექნიკის შეძენა ასევე შესაძლებელია “თბს” განაწილებით, “ტოპქარდით” და “მერე” ბარათით.
გაზქურიდან სმარტფონამდე - ერთი პლატფორმა, სრული კატალოგი
ბაზარზე ბევრი ტექნიკის მაღაზია ან ვიწრო სპეციალიზაციაზეა ორიენტირებული, ან, პირიქით, იმდენ კატეგორიას მოიცავს, რომ ასორტიმენტის სიღრმე ყოველ მათგანში ზედაპირულია. მეგატექნიკა ამ ორ უკიდურესობას შორის ბალანსს პოულობს - კატალოგი ვრცელია, მაგრამ ყოველ კატეგორიაში ასახავს ბაზრის რეალურ სპექტრს.
ადამიანი, ვისაც ერთდროულად სჭირდება გაზქურა სამზარეულოში, ახალი მობილური ტელეფონი და სარეცხი მანქანა, ამ სამივე ნივთს ერთ სივრცეში - მარტივად და სწრაფად შეიძენს.





