უნგრეთი-პოლონეთი

მადიარი პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებიდან პირველი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთს ეწვია

უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი  
@donaldtusk/X  

უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი თანამდებობის დაკავებიდან პირველ ვიზიტის ფარგლებში პოლონეთს ეწვია.

"ჩვენ უბრალოდ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ და ვეძებოთ, რა გვაქვს საერთო და რითი ვგავართ ერთმანეთს და ეს რთული არ არის, როდესაც საქმე პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებს ეხება," - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს კრაკოვში.

მადიარს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი ისტვან კაპიტანი, ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრი დავიდ ვიტეზი და თავდაცვის მინისტრი რომულუშ რუზინ-სენდი.

მადიარი ასევე შეხვდა პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს.

"სასიამოვნოა შენი ნახვა, პეტერ. 16 წლის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებში," - წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

 
 
 
 

კომენტარები