დიდი ოდენობით თაღლითობა

დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  2023 წლის ივნისიდან 2025 წლის 
აგვისტომდე პერიოდში, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იგი თითქოსდა 
დაკავებული იყო ბიზნესსაქმიანობით და მათ დიდი ოდენობით თანხის ინვესტირება შესთავაზა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 
დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით 
დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ 
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

კომენტარები