შსს

დაარწმუნა, რომ $5 მლნ გრანტის მიღებაში დაეხმარებოდა - თანხის დაუფლებისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ გრანტის სახით 5 000 000 აშშ დოლარის მიღებაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც დაზარალებულს მისთვის 100 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და არარსებული ვალი - 50 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა ეღიარებინა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები