აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომის დროს საამიროებში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საერთო საბრძოლო მოქმედებების დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუ შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს.

"ამ ვიზიტმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ისტორიული გარღვევა გამოიწვია" - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ომის დროს ისრაელსა და საამიროებს შორის ურთიერთობების დაახლოება დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციითაც დასტურდება. ამერიკული მედიის ცნობით, ომის დროს ისრაელმა ირანის იერიშების მოსაგერიებლად საამიროებს საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან კოორდინაციაში ირანზე საპასუხო იერიშები მიიტანა.

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალური ურთიერთობები 2020 წელს დაამყარეს. 

კომენტარები