ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შიო III-ს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს" - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.




