გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა.
მათი ცნობით, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




